Sunday, May 17, 2015

კურსის რეფლექსია

კურსის რეფლექსია- გავიარეთ ინტელის პროექტის, პროექტებზე დაფუძნებული სწავლების კურსი, რაც მოიცავს ფართო ცოდნასა და უნარებს, დიდ შრომას. მოსწავლეთათვის საინტერესო და სახალისოა მსგავსი მეთოდებით მუშაობა, ამასთანავე სიღრმისეულად შეისწავლიან იმ მასალას, რაც არჩეული თემის ირგვლივ იქნება მოძიებული და შექმნილი. შევქმენით პორტფოლიო.

Saturday, May 16, 2015

მერვე დღე-ნამუშევრებს მივუჩინეთ მათთვის განკუთვნილი ადგილი. შევისწავლეთ ფასილიტაცია, გავეცანით სხვადასხვა მასალას, მოვისმინეთ საჭირო ინსტრუქციები. შევისწავლეთ მოსწავლეთა დაწყვილების რამოდენიმე მეთოდი. შევავსეთ გეგმის დარჩენილი ადგილები.

Tuesday, May 12, 2015

მეშვიდე დღე-განვიხილეთ პრეზენტაციები,შევიტანეთ კორექტირებები.შევისწავლეთ ახალი მასალა, რომელიც ეხებოდა მოსწავლეთა შეფასების ფორმებს,სქემებს. ბლოგზე დავდეთ პრეზენტაციები.

Sunday, May 10, 2015

ტრენინგის  მეექვსე დღე- მეგობრებმა წარადგინეს ნამუშევრები, მოვახდინეთ ჩასწორებები, გავეცანით ახალ მასალას,კერძოდ: სლაიდ შოუს შექმნა, ხმის დადება, ცხრილებისა და სქემების შევსება.

Saturday, May 9, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე. ერთმანეთს გავუზიარეთ და გავაცანით ნამუშევრები, შევიტანეთ კორექტირებები. შევისწავლეთ: კავშირი, უკუკავშირი, საავტორო უფლებები. 

Sunday, May 3, 2015

მეოთხე სატრენინგო დღე. შევისწავლეთ პროექტის დაგეგმვის კიდევ ბევრი ახალი საკითხი. ასევე სხვადასხვა ტიპის დიაგრამა.

Saturday, May 2, 2015

მესამე დღე

გავეცანი სტანდარტების, მიმართულებების შერჩევას თემასთან დაკავშირებით, ვიმუშავეთ წყვილებში. შევისწავლეთ კითხვების დასმის თანმიმდევრობა, ზოგადიდან კონკრეტულამდე, ღია კითხვებიდან დახურულ კითხვებამდე.